„ჩემთვის მთავარია ადამიანი როგორც ყველაზე დიდი ღირებულება! ჩემთვის მთავარია ჩვენი ახალგაზრდობის სიცოცხლისა და ჯამრთელობის დაცვა! თავისუფლებისა და თითოეული ადამიანის უფლებების დაცვა!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„შეურიგებელი ვარ ამ მომაკვდინებელი საწამლავის - ნარკოტიკის ყველა გამსაღებლის მიმართ! არავითარი კომპრომისი მათთან, რადგან ეს კომპრომისი გადის ჩვენი ახალგაზრდობის სიცოცხლეზე!
ჩვენ თავისუფლებისთვის ბევრი ვიბრძოლეთ, ვიცი ამ ბრძოლის ფასი და გზაც რომლის გავლა იყო უმძიმესი პირად ჩემთვის იმ დაგმანულ და „ბორკილდადებულ“ საქართველოში... დღეს თავისუფლებას და დემოკრატიას არაფერი დაემუქრება!
ეს ჩვენი ბრძოლით მოპოვებული არჩევანია!
ვისთვისაც ეს მიზანია მთავარი - ერთად ვიბრძოლოთ ნარკორელიზატორების წინააღმდეგ, ნარკოტიკების დასამარცხებლად და ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად! მინდა დიალოგის ფორმატში დავინახო ეს პროცესი და ყველაფერზე შეიძლება საუბარი.
მხოლოდ ამ პროცესს ვერ ვხედავ იმ პირებთან, ვინც წლების განმავლობაში თავისუფლებას, ღირსებას, სიცოცხლეს არაფრად აგდებდა.
მე მჯერა ყველა იმ ადამიანთან ერთად ვინც იცის თავისუფლების, ღირსების ფასი და პატივისცემა - ყველაფერს შევძლებთ!!! ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ და დიალოგით მივიდეთ სამართლიან გადაწყვეტილებამდე“, - წერს ეკა ბესელია.