სამართალდამცველებმა ქობულეთში ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს და აქვე აღნიშნავს, რომ ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ სავარაუდო ნარკოტიკულ საშუალებაზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
ამასთან, დაკავებულთან ერთად მყოფი კიდევ ორი პიროვნება გამოკითხვაზეა გადაყვანილი