„10 ადამიანი რომ ჩაკვდა და ყოველდღიურად ახალგაზრდების გვამები გამოყავდათ, სად იყო ერი?“ - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მარიამ ქობულია და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ყველაფრის დაცვა გამიგია, მაგრამ გუშინ ვინ რას იცავდა? ბარიგებს თუ კლუბების ,,უფლებებს“? ასე თუ უჭირდა ერს კიდევ არ მეგონა. რამ დააჩლუნგა ამ დონეზე ეს ადამიანები?
შს-ს ადგილზე რომ ვყოფილიყავი, აბსოლუტურად ყველას გადავამოწმებდი, ვინ რისი ზეგავლენის ქვეშ იყო.
ან საერთოდ, უსირცხვილოდ ვიღაცეები ხმას როგორ იღებენ, წადით და ბარსელონაში მოძღვრეთ რა ვიღაცეები „კაპეზედან“ „კაპეზეში“ ვისაც დაგატარებენ.
ბარიგები-ციხეში! ხოლო ნარკომანები კი სპეციალურ საავადმყოფოებში სამკურნალოდ.
ხომ შეთანხმდა საზოგადოება, რომ ავადმყოფები არიან და დავეხმაროთ უნდა ძალიან ამ გაჭირვებულ ხალხს!
P.S. ელბაქიძის ყოფილ აღმართზე ვისურვებდი იმავეს!“ - წერს ქობულია.