logo_geo
eng_logo
მარიამ ქობულია: 10 ადამიანი რომ ჩაკვდა და ყოველდღიურად ახალგაზრდების გვამები გამოყავდათ, სად იყო ერი?
- +

13 მაისი. 2018. 10:41

 

 

„10 ადამიანი რომ ჩაკვდა და ყოველდღიურად ახალგაზრდების გვამები გამოყავდათ, სად იყო ერი?“ - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მარიამ ქობულია და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ყველაფრის დაცვა გამიგია, მაგრამ გუშინ ვინ რას იცავდა?  ბარიგებს თუ კლუბების ,,უფლებებს“? ასე თუ უჭირდა ერს კიდევ არ მეგონა. რამ დააჩლუნგა ამ დონეზე ეს ადამიანები?

 

შს-ს ადგილზე რომ ვყოფილიყავი, აბსოლუტურად ყველას გადავამოწმებდი, ვინ რისი ზეგავლენის ქვეშ იყო.

 

ან საერთოდ, უსირცხვილოდ ვიღაცეები ხმას როგორ იღებენ, წადით და ბარსელონაში მოძღვრეთ რა ვიღაცეები „კაპეზედან“ „კაპეზეში“ ვისაც დაგატარებენ.

 

ბარიგები-ციხეში! ხოლო ნარკომანები კი სპეციალურ საავადმყოფოებში სამკურნალოდ.

 

ხომ შეთანხმდა საზოგადოება, რომ ავადმყოფები არიან და დავეხმაროთ უნდა ძალიან ამ გაჭირვებულ ხალხს!

 

P.S. ელბაქიძის ყოფილ აღმართზე ვისურვებდი იმავეს!“ - წერს ქობულია.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner