logo_geo
eng_logo
პოლიციამ პარლამენტთან 3 ადამიანი ერთმანეთთან ჩხუბის გამო დააკავა
- +

13 მაისი. 2018. 10:58

 

 

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

 

პოლიციამ ისინი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) დააკავეს.

 

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, აღნიშნული პირები აქციის მონაწილეები არ არიან.

 

ამასთან, ცოტა ხნის წინ, პოლიციამ პარლამენტთან გაშლილი კარვები აშალა.

 

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერის ბექა წიქარიშვილის ინფორმაციით, აქციას ამ დროისთვის წყვეტენ. მისივე ცნობით, აქცია 15:00 საათზე განახლდება.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელიც კლუბებში „ბასიანსა" და „გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდებოდა. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner