„ამ დილას შეგვატყობინეს, ბაადურ წულაძე გარდაიცვალა...“, - ამის შესახებ კინოდოკუმენტალისტი ოლიკო ჟღენტი სოციალურ ქსელში წერს.
„ბოლოს რომ ვნახე, მძიმე სენისგან დასუსტებულმა, კინოზე დაიწყო საუბარი, თავისი საყვარელი ფილმები გაიხსენა - ფელინი, ბილი უაილდერი და ჯარმუში...
მოულოდნელად გახალისდა. კინო უყვარდა ყველაზე მეტად და მშობლიური ბათუმი... და, რა თქმა უნდა, ლედი - მისი ერთადერთი და... ბოლოს მკითხა: შენი ფილმი ხომ არის ინტერნეტშიო? „ბადურ, ეს ფილმი მთლიანად შენია, შენს გარეშე არაფერი გამოვიდოდა-მეთქი“, ვუთხარი...
ახლა ბათუმში ვარ, წვიმს... ბათუმი ემშვიდობება ბაადურ წულაძეს“, - წერს ჟღენტი.
https://tvkultura.ru/video/show/brand_id/28849/episode_id/1177944/video_id/1143731/