logo_geo
eng_logo
პარლამენტთან დაკავებული 3 ადამიანი ხელწერილით გაათავისუფლეს
- +

13 მაისი. 2018. 12:08

 

 

პარლამენტთან დაკავებული 3 ადამიანი ხელწერილით გაათავისუფლეს.

 

ცოტა ხნის წინ, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

 

პოლიციამ ისინი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) დააკავეს.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელიც კლუბებში „ბასიანსა" და „გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდებოდა. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner