პარლამენტთან დაკავებული 3 ადამიანი ხელწერილით გაათავისუფლეს.
ცოტა ხნის წინ, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
პოლიციამ ისინი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელიც კლუბებში „ბასიანსა" და „გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდებოდა. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.