წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„თავზარდამცემი რეალობა...
100 წლის წინ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამო გაიმართა დემონსტრაცია რუსთაველის გამზირზე, 100 წლის შემდეგ კლუბ „ბასიანში“ დაპატიმრებული ნარკორეალიზატორების დასაცავად...
ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს რა იქნება 100 წლის შემდეგ...“ - წერს ვარდოსანიძე.