„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„საქართველოს ცნობილი ადამიანების უმრავლესობა დუმს ამ პრობლემაზე. ამიტომ გაგაცნობთ, რას ამბობენ უცხოეთის ცნობილი ადამიანები:
„ნარკომანია არის უარის თქმა ყველაფერ იმაზე, რასაც ამერიკა ჰქვია“, - რონალდ რეიგანი
„ერიდეთ ნარკოტიკს! უდაოა, ის არის ყველა ბოროტების გასაღები", - მუჰამედი
„მომენტი, როცა ნარკოტიკს იღებ, არა იმისთვის რომ კარგად იყო, არამედ იმისთვის, რომ ცუდად არ იყო, ძალიან მალე დგება“, - ედიტ პიაფი.
„ადამიანები ამბობენ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა და მე ვხედავ, რომ ისინი მას თავად ამოკლებენ", - ჟან ჟაკ რუსო.
„ყველა ნარკოტიკი დროის ფუჭი კარგვაა. ის შლის თქვენს მეხსიერებას, საკუთარი თავის პატივისცემას და ყველაფერს დაკავშირებულს თავმოყვარეობასთან“, - კურტ კობეინი.
„ნარკომანია არის სიკვდილით მრავალწლიანი ტკბობა“, - ფრანსუა მორიაკი.
„ვინც ამბობს, რომ ზომბებს არ იცნობს, მას არ უნახავს ლოთი და ნარკომანი“, - დარიუსი.
„თუ შენ გაქვს ნარკოტიკი, შენ მისი პატრონი ხარ. თუ შენ ის მიიღე, ის ხდება შენი პატრონი“, - გარუნ აღაცარელი.
„ნარკომანები კომუნისტებივით არიან: უყვართ თავის რიგებში ახალი წევრების მიღება“, - აკადემიკოსი ალექსანდროვი.
„უბრალოდ უთხარი „არა“, - ნენსი რეიგანი.
„როცა ამბობენ, რომ დაბოლილს არ შეუძლია გააკეთოს ის საქმე, რაც შეუძლია ფხიზელს, ტყუილია! შეუძლია! უბრალოდ დაბოლილი ფიქრობს, რომ არ ღირს დაძაბვა და საქმის გაკეთება.“ - ბილ ჰიკსი.
„ნარკოტიკებთან ექსპერიმენტები სასტენდო სროლას ჰგავს, სადაც სამიზნე შენი თავია.“ - მაიკლ ჯოზეფსონი.
„თრობა წარმოადგენს სიგიჟეს საკუთარი სურვილით“, - არისტოტელე.
„დამოკიდებულება (მიჩვევა) ადმიანების ტირანია“, - შექსპირი.
„რჩევა ახალგაზრდებს: იკაიფეთ სპორტით და არა ნარკოტიკით. თუ თქვენს რაიონში არ არის სპორტული მოედანი - ეშმაკმა წაგიღოთ! გაიჩხირეთ, დაყნოსეთ და მოწიეთ.“ - ჯორჯ კარლინი“, - წერს გოგავა.