„ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის" ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„უბედურება ისაა, რომ ჩვენ შვილებს, თავისუფლებაზე დამახიჯებული წარმოდგენის შეგონებით, ღუპავენ!
იყენებენ საზოგადოებაში დაპირისპირების შესაქმნელად!
საზოგადოება ამ პროცესს დიდი ხანი გულგრილად უყურებდა! გამოსავალი?!
ჩვენი შვილების გადარჩენისთვის უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე!
იქ მყოფნი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები არიან!
პასუხი მოვთხოვოთ და დავუპირისპირდეთ მათ, ვინც ჩვენი შვილებით მანიპულირებენ, თავიანთი ბინძური მიზნებისთვის!
ასე უნდა მოიქცეს ჯანსაღი საზოგადოება ვისაც უნდა, რომ მომავალი ჰქონდეს!“ - წერს შიხიაშვილი.