პოეტი დავით მაღრაძე „საერთო გაზეთთან" საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებებს აფასებს და აღნიშნავს, რომ მათ ავიწყდებათ თუ რა მდგომარეობაში ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ" სათავეში მოსვლისას ქვეყანა:
„ვიღაც- ვიღაცეები საქმეს ისე წარმოაჩენენ, თითქოს 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს აყვავებული შვეიცარია ჩააბარეს, იმან კიდევ გაღარიბებული საქართველო დააბრუნა უკან..."- აღნიშნავს მაღრაძე.