logo_geo
eng_logo
აბა, აღდგა ქრისტე?- ჭეშმარიტად, მასწავლებელო!
- +

3 მაისი. 2016. 03:08


"- ხომ არ არსებობს აღდგომა?

- დიახ, მასწავლებელო.

- დიახ კი არა, არა-თქო!

- არა, მასწავლებელო!

- მაშ ეს ბიჭი ხომ იმსახურებს ამისათვის სასჯელს?! - ლუკაზე მიუთითა დირექტორმა.

- დიახ, მასწავლებელო!

- აბა, შემოარბენინეთ ასი წრე! - ბრძანა დირექტორმა და ბალღები კიჟინით გაეკიდნენ ლუკას.


ორმოცდამეთხუთმეტე წრეზე მთელი ეზო თვალებში დაუტრიალდა ლუკას და გონი აერია, მუხლები მოეკვეთა და წაიქცა. დირექტორმა წამოაყენა და ჩაეკითხა:

- აბა, აღდგა ქრისტე?

- ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ, მასწავლებელო!"


/გოდერძი ჩოხელი/ "ლუკას სახარება"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner