logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: რას ამბობენ ცნობილი ადამიანები ნარკოტიკებზე...
- +

15 მაისი. 2018. 00:17

 

 

„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„საქართველოს ცნობილი ადამიანების უმრავლესობა დუმს ამ პრობლემაზე. ამიტომ გაგაცნობთ, რას ამბობენ უცხოეთის ცნობილი ადამიანები:

 

„ნარკომანია არის უარის თქმა ყველაფერ იმაზე, რასაც ამერიკა ჰქვია.“ - რონალდ რეიგანი;

 

„ერიდეთ ნარკოტიკს! უდაოა, ის არის ყველა ბოროტების გასაღები.“ - მუჰამედი;

 

„მომენტი როცა ნარკოტიკს იღებ არა იმისთვის რომ კარგად იყო, არამედ იმისთვის რომ ცუდად არ იყო, ძალიან მალე დგება“ - ედიტ პიაფი;

 

„ადამიანები ამბობენ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა და მე ვხედავ, რომ ისინი მას თავად ამოკლებენ.“ - ჟან ჟაკ რუსო;

 

„ყველა ნარკოტიკი დროის ფუჭი კარგვაა. ის შლის თქვენს მეხსიერებას, საკუთარი თავის პატივისცემას და ყველაფერს დაკავშირებულს თავმოყვარეობასთან.“ - კურტ კობეინი;

 

„ნარკომანია არის სიკვდილით მრავალწლიანი ტკბობა.“ - ფრანსუა მორიაკი;

 

„ვინც ამბობს, რომ ზომბებს არ იცნობს, მას არ უნახია ლოთი და ნარკომანი.“ - დარიუსი;

 

„თუ შენ გაქვს ნარკოტიკი, შენ მისი პატრონი ხარ. თუ შენ ის მიიღე, ის ხდება შენი პატრონი.“ - გარუნ აღაცარელი;

 

„ნარკომანები კომუნისტებივით არიან: უყვართ თავის რიგებში ახალი წევრების მიღება.“ - აკადემიკოსი ალექსანდროვი;

 

„უბრალოდ უთხარი „არა“ - ნენსი რეიგანი;

 

„როცა ამბობენ, რომ დაბოლილს არ შეუძლია გააკეთოს ის საქმე, რაც შეუძლია ფხიზელს, ტყუილია! შეუძლია! უბრალოდ დაბოლილი ფიქრობს, რომ არ ღირს დაძაბვა და საქმის გაკეთება.“ - ბილ ჰიკსი;

 

„ნარკოტიკებთან ექსპერიმენტები სასტენდო სროლას ჰგავს, სადაც სამიზნე შენი თავია“. - მაიკლ ჯოზეფსონი;

 

„თრობა წარმოადგენს სიგიჟეს საკუთარი სურვილით“ - არისტოტელე;

 

„დამოკიდებულება(მიჩვევა) ადმიანების ტირანია“ - შექსპირი;

 

„რჩევა ახალგაზრდებს: იკაიფეთ სპორტით და არა ნარკოტიკებით. თუ თქვენს რაიონში არ არის სპორტული მოედანი - ეშმაკმა წაგიღოთ! გაიჩხირეთ, დაყნოსეთ და მოწიეთ.“ - ჯორჯ კარლინი”, - წერს გოგავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner