logo_geo
eng_logo
პატრიარქი მახათაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის პარაკლისს გადაიხდის
- +

3 მაისი. 2016. 03:08


ხვალ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება, ხოლო 12:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის.


ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში თბილისში ჩამოაბრძანეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც მახათას მთაზე მშენებარე ტაძრისთვის დაიწერა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner