საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე სოციალურ ქსელში შს მინისტრთან დაკავშირებით წერს:
„გიორგი გახარია მოიქცა, როგორც დემოკრატიული ქვეყნის ღირსეული მინისტრი. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის ადამიანი, მისი უფლებები აბსოლუტური პრიორიტეტია“, - წერს კილაძე.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მან რუსთაველზე შეკრებილებს ბოდიში მოუხადა.
ამასთან გახარიამ აქციის მონაწილეებს მიმართა, თავადაც მოიხადონ ბოდიში იმ პოლიციელების მიმართ, რომელთაც შეურაცხყოფა მიაყენეს.
შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია დაიშალა.