logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: ისე მოიქცა, რომ მის ყველა წინამორბედს, „გადაუჯოკრა“!
- +

14 მაისი. 2018. 02:47

 

 

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„შეიძლება, რაღაც საკითხებში, არ ვეთანხმები შს მინისტრ გიორგი გახარიას, მაგრამ მან პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებთან შეხვედრის დროს, ისე მოიქცა, რომ მის ყველა წინამორბედს, „გადაუჯოკრა“!

 

მიშას რეჟიმის დროინდელი, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, კი ვიცით ადამიანის უფლებებს ყოველდღე ფეხქვეშ როგორ თელავდა და ეს ახსოვს მთელს ქვეყანას... ისიც კარგად გვახსოვს, როგორ ითხოვდა ვანო საჯაროდ - სასწრაფოდ ორი გვამი მჭირდებაო... მოკლედ, უამრავი ბოროტება გვახსოვს მერაბიშვილისგან...

 

ახლა კი, გვყავს შს მინისტრი, რომელიც საქართველოს ისტორიაში, მგონი პირველი შს მინისტრია, ვინც ბოდიში საჯაროდ მოიხდა... ეს მართლა ღირსეული და მაღალი დონის საქციელია, რაც ადამიანის კარგი თვისებაა..... ამისთვის, დიდი მადლობა გიორგი გახარიას, მაგრამ აქვე მინდა ვთხოვო შს მინისტრს და შევახსენო, რომ მან, სულ ცოტა ხნის წინ, საჯაროდ დაჰპირდა საზოგადოებას და ყველა პოლიციელს, რომ თითოეული პოლიციელის საქმიანობა, იქნებოდა დაფასებული და მათი ფინანსური ანაზღაურება ღირსეული გახდებოდა...

 

- ბატონო მინისტრო, გთხოვთ, შეასრულოთ დანაპირები და ყველა პოლიციელს, რომლთა სიცოცხლეც მუდამ საფრთხისა და რისკის ქვეშ არის, მეტად დაუფასდეთ შრომა... ასევე, ხსენებულ დაკავებებთან დაკავშირებით, განვითარებული მოვლენების დროს, ის ფაქტობრივი მასალა, რაც თქვენს ხელთ არსებობს, იქ სადაც პოლიციელებს, ესა თუ ის კონკრეტული ადამიანები, იგივე აქციის მონაწილეები, შეურაცხყოფას აყენებენ, კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ და დაიწყოს გამოძიება კონკრეტულ ფაქტებზე.. ისე, როგორც ის პოლიციელები უნდა დაისაჯონ, ვინც აქციის მონაწილეთა უფლებები დაარღვია და მათ, თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა.

 

გთხოვთ, ბატონო მინისტრო, ყველა პოლიციელის ღირსება დაიცავით თანაბრად, თუ გნებავთ, რომ მათი თქვენდამი პატივისცემა და ერთგულება, კიდევ უფრო გაიზარდოს.. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის რაც მოხდა გუშინ, არაფერი იქნება იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მოხდეს ხვალ.... ამიტომ, თქვენვე შეგვიწყვეთ ხელი იმაში, რომ რა კეთილი დამოკიდებულებაც გვაქვს საზოგადოებას, თქვენს მიმართ, შევინარჩუნოთ და არ დავკარგოთ... კარგად მოგეხსენებათ და ეს და ჩემზე უკეთაც, რომ - ნდობის მოპოვება ძნელია და დაკარგვა კი, ადვილი!“ - წერს ლიპარტელიანი.

 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მან რუსთაველზე შეკრებილებს ბოდიში მოუხადა.

 

ამასთან გახარიამ აქციის მონაწილეებს მიმართა, თავადაც მოიხადონ ბოდიში იმ პოლიციელების მიმართ, რომელთაც შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია დაიშალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner