„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ საზოგადოებას საარჩევნო სიის და პრინციპების ჩამოყალიბების დეტალებზე მიაწოდა ინფორმაცია. როგორც თამაზ მეჭიაური „აიპრესთან" ამბობს, ახალი საარჩევნო სიით „ნაციონალური მოძრაობისთვის" არაფერი შეიცვლება.
„მკვდარს რომ ახალი კალოშები ჩააცვა, ეშველება რამე? ან ახალი ფეხსაცმელი?" - აცხადებს თამაზ მეჭიაური.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქარაძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სია დაკომპლექტდება ძირითადი პრინციპების და არა ვინმეს ნება-სურვილის მიხედვით.
დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პარტიის სიის დაკომპლექტების პერიოდში ძირითადი კრიტერიუმი იქნება, თუ რომელმა რეგიონმა რა შედეგი აჩვენა, ანუ რამდენად დაიმსახურა ხალხის ნდობა, მეორე პრინციპი ახალი სახეების მოზიდვას გულისხმობს, მესამე კი ცენტრალური ოფისისა და სამდივნოს როლის გამოკვეთას.