განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„შს მინისტრის პოზიცია ამ ვითარებაში იყო უალტერნატივო!“ - წერს თემურ მურღულია.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მან რუსთაველზე შეკრებილებს ბოდიში მოუხადა.
ამასთან გახარიამ აქციის მონაწილეებს მიმართა, თავადაც მოიხადონ ბოდიში იმ პოლიციელების მიმართ, რომელთაც შეურაცხყოფა მიაყენეს.
შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია დაიშალა.