ჟურნალისტი ლეკა მენაბდიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ეს იყო, წმინდა პოლიტიკური, ადამიანური, ემოციის გარეშე, ცივ გონებაზე მიღებული გადაწყვეტილება. ბრავო შს მინისტრს, არ მახსოვს წყლის ჭავლის, დუბინკების გარეშე, ასე ორგანიზებულად და მშვიდად დაეშალათ აქცია! პოლიციამ მიაცილა აქციის მონაწილეები ავტობუსებამდე. ბევრი ელოდებოდა სისხლისღვრას და დარჩნენ გაწბილებულები, გახარიამ გაჯობათ, ასეთი შს მინისტრი ჯერ არ გვყოლია, ამაყი ვარ დღეს პოლიციით, ისე როგორც არასდროს“, - წერს მენაბდიშვილი.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მან რუსთაველზე შეკრებილებს ბოდიში მოუხადა.
ამასთან გახარიამ აქციის მონაწილეებს მიმართა, თავადაც მოიხადონ ბოდიში იმ პოლიციელების მიმართ, რომელთაც შეურაცხყოფა მიაყენეს.
შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია დაიშალა.