თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი შალვა ოგბაიძე სოციალურ ქსელში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„ჩემთვის, როგორც რიგითი თბილისელისთვის, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ დამკვიდრდა ბმა - „კლუბი და ნარკოტიკი“.
აი ეს არის პრობლემა. ანუ, კლუბი და ნარკოტიკი თითქმის სინონიმები გახდა.
მოდი ვიკითხოთ: რატომ არ ასოცირდება მაგალითად ლიტ.კაფე „ბიბლუსი“ და ნარკოტიკი ერთმანეთთან? და რატომ დამკვიდრდა ჩვენთან ახალგაზრდების აქტიური დასვენების ფორმა-კლუბური დასვენება ცუდ მოვლენად? თუ ამ შეფასებაში არ მეთანხმებით-ვიკამათოთ.
ახლა მთავარი:
კლუბის მეპატრონეებს მართებთ ძალიან მკაფიო განცხადების გაკეთება რომ მათი კლუბები წარმოადგენენ ნარკოტიკისგან თავისუფალი სივრცეებს.
მე მგონი მარტივია, არა?
ანუ, თქვან და შეასრულონ - რომ მათ კლუბებში არ ხდება ნარკოტიკის გადაყიდვა და მოხმარება და ისინი იღებენ პასუხისმფებლობას. სიამოვნებით დავუჭერ მხარს ამ ინიციატივაში.
ამ პასუხისმგებლობისგან თავის არიდება ჩემთვის იგივდება სურვილთან-გახდნენ კლუბები ნარკოტიკის მოხმარებისთვის ხელშეუხებელ „კუნძულებად“. ანუ, ,,მე არ მეხება"-ს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია“, - წერს ოგბაიძე.