logo_geo
eng_logo
შალვა ოგბაიძე: ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ დამკვიდრდა ბმა - „კლუბი და ნარკოტიკი“!
- +

14 მაისი. 2018. 04:36

 

 

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი შალვა ოგბაიძე სოციალურ ქსელში  „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

 

„ჩემთვის, როგორც რიგითი თბილისელისთვის, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ დამკვიდრდა ბმა - „კლუბი და ნარკოტიკი“.

 

აი ეს არის პრობლემა. ანუ, კლუბი და ნარკოტიკი თითქმის სინონიმები გახდა.

 

მოდი ვიკითხოთ: რატომ არ ასოცირდება მაგალითად ლიტ.კაფე „ბიბლუსი“ და ნარკოტიკი ერთმანეთთან? და რატომ დამკვიდრდა ჩვენთან ახალგაზრდების აქტიური დასვენების ფორმა-კლუბური დასვენება ცუდ მოვლენად? თუ ამ შეფასებაში არ მეთანხმებით-ვიკამათოთ.

 

ახლა მთავარი:

 

კლუბის მეპატრონეებს მართებთ ძალიან მკაფიო განცხადების გაკეთება რომ მათი კლუბები წარმოადგენენ ნარკოტიკისგან თავისუფალი სივრცეებს.

 

მე მგონი მარტივია, არა?

 

ანუ, თქვან და შეასრულონ - რომ მათ კლუბებში არ ხდება ნარკოტიკის გადაყიდვა და მოხმარება და ისინი იღებენ პასუხისმფებლობას. სიამოვნებით დავუჭერ მხარს ამ ინიციატივაში.

 

ამ პასუხისმგებლობისგან თავის არიდება ჩემთვის იგივდება სურვილთან-გახდნენ კლუბები ნარკოტიკის მოხმარებისთვის ხელშეუხებელ „კუნძულებად“. ანუ, ,,მე არ მეხება"-ს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია“, - წერს ოგბაიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner