logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: ნარკოგამსაღებლებთან ბრძოლაში ყველა ქვეყნის მთავრობას სჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა!
- +

14 მაისი. 2018. 04:50

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

 

„ლონდონში კლუბიდან გამოსული ორი ახალგაზრდა მოგვიანებით ინტოქსიკაციით მოხვდა საავადმყოფოში და ორივე გარდაიცვალა. ეს ორი ფაქტი 2016 წლის ზაფხულში მოხდა და სასამართლოსთვის საკმარისი არგუმენტი აღმოჩნდა, რათა მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი კლუბისთვის, 17 წლიანი ისტორიის მქონე ბრენდისთვის, „ცეკვის მექად“ წოდებული Fabric London-ისთვის ლიცენზია ჩამოერთვათ და კლუბი დაეხურათ. https://goo.gl/DCWnQe

 

ლონდონელი 20 წლის გოგონას ლეა ბეთსის სიკვდილის შემდეგ, რაც ღამის კლუბში ექსტაზის მოხმარებამ გამოიწვია, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის ღამის კლუბებში მასობრივი რეიდები ჩატარდა.

 

ბრიტანული მედიის ცნობით, 2 წლის წინ ლონდონის კლუბებში მიმდინარეობდა ნარკოტიკების მასიური რეალიზაცია, ამ კლუბებს აკონტროლებდნენ ორგანიზაბული დანაშაულის ჯგუფები და ნარკო-დილერები. https://goo.gl/vtpRtw

 

ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღამის კლუბი Ministry of Sound 2009 წელს ამავე პრობლემის წინაშე იდგა. კლუბის მფლობელმა, მულტიმილიონერმა ჯეიბს პალუმბომ, თავად ატეხა განგაში, რათა კლუბში ნარკოტიკების გასაღების აღმოფხვრის გზები მოენახა.

 

დღეს ბრიტანეთის პოლიციას ბევრი მეთოდი და საშუალება აქვს, რათა კლუბში ნარკორეალიზაციის ფაქტები გამოავლინოს, რაც კლუბისთვის ლიცენზიის ჩამორთმევას გამოიწვევს. ამაში შედის საიდენტიფიკაციო სკანირება, ნარკოტიკებზე ტესტირება, გაწვრთნილი ძაღლები, ინტრუზიური ჩხრეკა კედლიდან-კედლამდე და სხვა.

 

მსგავსი რეიდები ბევრ ქვეყანაში ხდება, რაც, სამწუხაროდ, იმაზე მეტყველებს, რომ ნარკოგამსაღებლების პრობლემას მსოფლიო გამალებით ებრძვის. ამ ბრძოლას კი შედეგი რომ ჰქონდეს, ყველა ქვეყნის მთავრობას აუცილებლად სჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა“, - წერს წილოსანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner