logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: სამარცხვინოა, რომ გაკოტრებული „პოლიტიკოსები” ქულების დაწერას ცდილობენ...
- +

14 მაისი. 2018. 04:56

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

 

„ყოველთვის ვუფრთხილდებოდი და ვიცავდი ჩემს ქვეყანას. ადრეც და ახლაც. არაფერი შეცვლილა იმის გარდა, რომ დღითი დღე პასუხისმგებლობა მატულობს ჩემში ჩემი ქვეყნის და ხალხის მიმართ. ეს მაწერინებს ახლა ამ სიტყვებსაც, რადგან გაუგონარ მოვლენებს აქვს ადგილი, რაც მგონია რომ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია მიმართული სახელმწიფო ინსტიტუტების, საზოგადოების უსაფრთხოების და პროგრესის წინააღმდეგ. მესმის და მჯერა რომ ბევრი ახალგაზრდა გულრწფელია, მაგრამ ვინც ამ პროცესების უკან დგას და ვინც ქვეყნის პრემეირს, ქალაქის მერს, შსს-ს მინისტრს აკავშირებს ამ ყველაფერს, ის ემოციებით არ მოქმედებს, მას კონკრეტული მიზნები გააჩნია და არაფერი აქვს საერთო არც თავისუფლებასთან და არც სამართლიანობასთან. შეიძლება თითოეულ ჩვენთაგანს გვქონდეს შეკითხვები და ეს ბუნებრივია, მაგრამ როცა დღეს ხელისუფლების კარი ღიაა ყველა ადამიანის მიმართ, თან სამუშაო შეხვედრა არ გინდოდეს და თან რადიკალური განცხადებებით გამოდიოდე, არ მგონია ასეთი ადამიანების მიზანი საქმის კეთება იყოს. არა, მიზანი დესტრუქცია და ანარქიაა, ან კიდევ უარესი - ქვეყნის ღალატია…

 

განსაკუთრებით სამარცხვინოა, რომ გაკოტრებული „პოლიტიკოსები” ცდილობენ ამ მოვლენებით ქულების დაწერას და აკეთებენ ჩვეული შინაარსის განცხადებებს. საზოგადოება ხედავს, რომ მათი სურვილი ასეთია - ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდნენ და ჭირსაც წაუღია ქართული სახელმწიფო. ამას ვერ ეღირსებით! ბარიგები დაისჯებიან კლუბებშიც, ქუჩაშიც და ყველგან, სადაც კი შეეცდებიან ჩვენი მოქალაქეების მოწამვლას. ნებიმიერი ღირსეული სახელმწიფო ასე მოიქცევა და მიხარია, რომ არც საქართველოა გამონაკლისი! დავფიქრდეთ, იმ ვალდებუელბებზე, რაც გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნის და შვილების წინაშე. მკვლელების და ბარიგების ადგილი არ არის არც ახლა, არც მომავალში!“ - წერს რატი იონათამიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner