ჟურნალისტი ზაზა სვანაძე ბაია პატარაიას საპასუხოდ სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„ამათი მუხლი არ მუხლობს? - ისე დაჩოქილი ღმერთის წინ მაინც ვნახოთ ეს ბობოხიძე, ნუ იმ ორზე აქცენტს არ ვაკეთებთ...
სერიიდან სხვის თვალში წამწამს ვამჩნევთ..."
ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს აკრიტიკებს:
,,რწმენის თავისუფლება ადამიანის აბსოლუტური უფლებაა, ანუ ადამიანს რასაც უნდა იმას დაიჯერებს და ეთაყვანება. რელიგიის თავისუფლება ნიშნავს, რომ ადამინს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი რწმენა სხვადასხვა კანონიერი ფორმით.
მაგრამ(!) მუხლებზე დაცემული პრემიერ მინისტრს როცა ვუყურებ, არ მიმაჩნია ეს მისი რელიგიის თავისუფლების გამოხატულებად, არამედ მიმაჩნია სეკულარიზმის კრიზისად, სადაც სახელმწიფო ხელისუფლება მლიქვნელურად ემორჩილება საეკლესიო ხელისუფლებას (მლიქვნელურად იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლებას სურს იყოს ავტონომიური და არ ემორჩილებოდეს მეორეს).
რა თქმა უნდა ადამიან გიორგი კვირიკაშვილს აქვს სრული უფლება იყოს ნებისმიერი რელიგიის მიმდევარი და ჩოქვით შემოიაროს ნებისმიერი სამლოცველო, მაგრამ საქართველოს პრემიერ მინისტრი საჯაროდ არ უნდა ფორთხავდეს არც ერთ ეკლესიაში, რადგან ის სახელმწიფო ხელისუფალია.
ვისაც ჯიუტად არ მოუნდება ამ სტატუსის სწორად წაკითხვა, მათთვის კდევ ერთხელ ვიტყვი - რწმენა და რელიგია ადამინის პირადი ცხოვრების ნაწილია და სრულად თავისუფალია მასში. მაგრამ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების/მთავრობის საჯარო ქცევა ნებისმიერ სამლოცველოში - პოლიტიკური აქტია და არა პირადი. თორემ გიორგი კვირიკაშვილი რომელ მოძღვართან დადის და რამდენად გულმხურვალე მორწმუნეა, ნამდვილად მისი პირადი საქმეა და არა ჩვენი მანამ, სანამ ასე არ გაასაჯაროებს", - წერს ბაია პატარაია.