პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მადლობას ვუხდი ჩვენს პოლიციელებს, რიგითებსა და ოფიცრებს, ასევე, სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს, რომლებიც მთელი დღის მანძილზე და განსაკუთრებით, ღამით, როცა ვითარება დაიძაბა, მოთმინებით იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ დაუშვეს სიტუაციის გამწვავება. ეს ადამიანები იმსახურებენ პატივისცემას. არავის აქვს უფლება მიეპაროს და ქუდი მოხადოს პატრულის თანამშრომელს, დაამციროს და შეურაცხყოს ის“, - წერს ინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მან რუსთაველზე შეკრებილებს ბოდიში მოუხადა.
ამასთან გახარიამ აქციის მონაწილეებს მიმართა, თავადაც მოიხადონ ბოდიში იმ პოლიციელების მიმართ, რომელთაც შეურაცხყოფა მიაყენეს.
შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია დაიშალა.