logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი: სომხურ-რუსული ურთიერთობები უფრო ძმური იქნება
- +

14 მაისი. 2018. 10:48

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა შედეგიანი იქნება.

 

მისი თქმით, სომხურ-რუსული ურთიერთობები უფრო ძმური იქნება.

 

„მოვუწოდებ ყველა სომეხს, ბიზნესმენებს სოჭში და ყველა რუს და სომეხ ბიზნესმენს რუსეთის ფედერაციაში, რომ ჩამოვიდნენ სომხეთში და განახორციელონ ინვესტიციები, შექმნან სამუშაო ადგილები, რადგან ეს არის ახალი სომხეთი, სადაც ყოველი ინვესტიცია დაცული იქნება“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

დელეგაცია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით სოჭში ევრაზიის ეკონომიკური საბჭოს უმაღლეს სამიტზე მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

 

სამუშაო ვიზიტისას გაიმართება პირველი შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის. დაგეგმილია სხვა ორმხრივი შეხვედრებიც.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner