ჟურნალისტი ნანა გაგუა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მისამართით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მიხეილ სააკაშვილი: „მომწონს და ვამაყობ ქართველი ახალგაზრდებით“...
მე კი გეკითხები ახლა: მიშა! ქართველი ახალგაზრდებით ახლა ამაყობ, ხომ? იმ ახალგაზრდებით ამაყობ, ერთი ხელის მოსმით რომ მოხვეტავდი უბნებში და პირდაპირ გლდანში მიაქანებდი ერთი „მასტერკა“ პლანისთვის?! მაშინ საშინლად ცუდები და უხსენებლები იყვნენ?! ორმაგი სტანდარტით აზროვნებ!!! თუ გამოსწორდი და ახლა ასე გაწყობს?!“ - წერს ნანა გაგუა.