logo_geo
eng_logo
ნატალია ბაბუხადია: ნარკომანია სირცხვილია და დამღუპველია!
- +

14 მაისი. 2018. 12:41

 

ნატალია ბაბუხადია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„კლუბ „ბასიანის“ ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ვუყურე, რეალურად დეტალები არ ვიცი, მაგრამ ჩადებაზე მაინცდამაინც სანქცირებული ნარკომანები რომ ყვირიან, ნარკოტესტიც რომ არ უნდათ და მთელი არსებით ეტყობათ დეგრადაცია, იქნებ ვინც მართლა ადამიანის უფლებების გამო იბრძვის, ასეთ ადამიანებთან მოახდინოს დისტანცირება, რა უბედურებაა. ახლა მთლად საზოგადოების ღირსეულ წევრებად ნუ წარმოაჩენთ და წამებულებად ნუ გამოგვიცხადებთ, შარშან პარიზში, დე გოლის აეროპორტში იმხელა რეიდი მოეწყო და 40-წუთიანი ჩხრეკა, ცოტა ადრე რომ არ მივსულიყავი, ალბათ რეგისტრაციას და გაფრენას დავაგვიანებდი. არავინ აწუწუნებულა, ტურიზმი ჩავარდებაო, ნარკომანია სირცხვილია და დამღუპველია და როცა ზედიზედ კვდება რამდენიმე ახალგაზრდა, ჯერ კიდევ ბავშვი, სულ ცალ ფეხზე მკიდია, კომფორტი თუ დაერღვა ვინმეს ღამის კლუბში“, - წერს ბაბუხადია.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner