logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: თუ კაცი პრემიერია, ტაძარში მუხლი ვერ უნდა მოიდრიკოს?!
- +

3 მაისი. 2016. 04:02


„თუ კაცი პრემიერია, ტაძარში მუხლი ვერ უნდა მოიდრიკოს?! თან, იმის შიშით, რომ სოციალურ ქსელში ათასი "ტვინიკოსი" ათას სისულელეს დააბრალებს?!"- ასე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ბაია პატარაიას განცხადებას იმის შესახებ, რომ „პრემიერ მინისტრი საჯაროდ არ უნდა ფორთხავდეს."  



„თუ კაცის სულს ლოცვა წყურია... თუ კაცს გული მუხლის მოყრას თხოვს (და წირვის კონკრეტულ ეტაპზე მუხლის მოყრა განსაზღვრულია), რა მნიშვნელობა აქვს: პრემიერია, თუ ჩემი მეზობელი ტაქსის მძღოლი ვასო?! თავი რატომ უნდა შეიზღუდოს?! ტაძარში არავინაა უფრო მეტი, ვიდრე მეორე. ტაძარში ღმერთია პრემიერიც და პრეზიდენტიც. აქ სინანულის განცდაა მთავარი და გულწრფელობა.

 

უბრალოდ, ერთადერთი ფაქიზი მომენტია- კარგი იქნება, (ვასოსგან განსხვავებით) ქვეყნის პირველმა პირებმა- ყველას ვგულისხმობ,- სამშობლოსაც ისე მიხედონ, როგორც მუხლს იდრეკენ. კარგი იქნება, ხალხის გულებამდე დამდაბლდნენ, აქაა უფალი. გაჭირვებულ, მშიერ, სასოწარკვეთილ ადამიანებთან. მხოლოდ ასეთი მთავრობა და მხედრობა მემეტება ჩემი ქვეყნისთვის. და ერთიც- ბატონ კვირიკაშვილზე ჩემი აზრი მაქვს და ის კვირიკაშვილისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ არის, მაგრამ ვიმეორებ: ვერაფერი ვერც განსაკუთრებული და ვერც აღსაშფოთებელი ვერ დავინახე მის ქმედებაში. ვერც გასაგიჟებელი,- "ეს რა მოხდა"... ყველა ასე ვლოცულობთ. და, ნეტა, ის შევძლოთ, რა მხურვალედაც ვლოცულობთ, ისე მხურვალედ და უანგაროდ ვემსახუროთ ჩვენს ბედკრულ სამშობლოს."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner