logo_geo
eng_logo
პროკურორი: ღამის კლუბებში სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა საქმეში მოწმის სახით ოთხი პირი ფიგურირებს
- +

14 მაისი. 2018. 13:31

 

პროკურორ ვახტანგ ცალუღელაშვილის განცხადებით, ღამის კლუბებში სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა საქმეში მოწმის სახით 4 პირი ფიგურირებს.

 

მისივე ინფორმაციით, ეს მოწმეები არიან პირები, რომელთაც საკონტროლო შესყიდვები განახორციელეს ბრალდებულებისგან.

 

„ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე დაკავებული არის 8 პირი. აღნიშნული პირები ღამის კლუბებში ახდენდნენ ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზებას. რაც შეეხება დაკავების ფაქტს, ყველა პირი დაკავებულია სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ერთი, ღამის კლუბის თანამშრომელი დაკავებულია ღამის კლუბთან. რაც შეეხება მტკიცებულებებს საქმეში მოიპოვება როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დასკვნები, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. საქმეში ფიგურირებს 4 მოწმე, რომელთაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან. ეს ის პირები არიან, ვინც საკონტროლო შესყიდვები განახორციელეს. დაცვის მხარე ყველა ბრალდებულისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. პროცესის დახურვას არ ვაპირებთ. ჩვენ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ვითხოვთ“, - განაცხადა პროკურორმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner