მარინა აბულაძე: მოვისმინე კომენტარები ღამის მოვლენებთან დაკავშირებით და უამრავი სიახლე აღმოვაჩინე...
-
+
14 მაისი. 2018. 14:02
ჟურნალისტი მარინა აბულაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მოვისმინე კომენტარები ღამის მოვლენებთან დაკავშირებით და უამრავი სიახლე აღმოვაჩინე ჩემთვის. მაგალითად ასეთები:
- თავისუფლება უდრის ნარკოტიკების თავისუფლად ყლაპვას;
- წამლის ბარიგის დაჭერა შეიძლება მხოლოდ ქუჩაში ან მინდორში ან ტყეში და არავითარ შემთხვევაში დანაშაულის ადგილას (კლუბში);
- ნარკოტიკის გაყიდვის გამო ჩატარებული ოპერატიული ღონისძიება ლახავს ქვეყნის იმიჯს (რომელს?);
- ღამის კლუბის ტერიტორია გათანაბრებულია დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე დაწესებულებასთან, სადაც პოლიციელი ვერ შედის;
- წამლის ბარიგები მთლად მაცხოვრის არა, მაგრამ მისი მოციქულების დონის წმინდანები ყოფილან და ა.შ.
აი, რამდენი ახალი ამბავი შევიტყვე!“ - წერს აბულაძე.