logo_geo
eng_logo
დარეჯან მეფარიშვილი: აქციაზე მყოფი „ბავშვების“ მოსაზრებით, ჩემი, ჩემი შვილების სამშობლო დამპალი ქვეყანაა თურმე!
- +

14 მაისი. 2018. 14:37

 

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„აქციაზე მყოფი „ბავშვების“ მოსაზრებით. ჩემი (თქვენი), ჩემი შვილების (თქვენი შვილების) სამშობლო დამპალი ქვეყანაა თურმე და ის „ბავშვები“, რომლებიც არ არიან ნარკომანები, არც ბარიგები, მაგრამ აქციაზე დგანან, ამას არ აპროტესტებენ!!!

 

აქციაზე მყოფ, არანარკომან, არაბარიგა „ბავშვებს“ ასევე არ გაუპროტესტებიათ, ქუჩაში არ გამოსულან და არ დაუძრავთ სიტყვა მაშინ, როცა მათი თანატოლები კუბოთი გამოასვენეს, წამალში გაპარულნი...

 

დიახ, ერთი სპეცოპერაცია არაფერს ნიშნავს!

 

დიახ, ნარკობარიგებს რომ არ მფარველობდნენ, ასე არ წახდებოდა ახალგაზრდების დიდი ნაწილი!

 

დიახ, ჩემს თაობას მშვიდი ცხოვრება რომ ჰქონოდა და ქუჩაში არ გვერბინა თავისუფლების, სიმშვიდის, დამოუკიდებლობისათვის, დღეს უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა.

 

დიახ, ამაზრზენია ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემი და ჩემი შვილების ქვეყანა დამპალი არაა! არც ამაზრზენი!

 

ჩემთვის ამაზრზენი ისაა, შავებში შემოსილი ბებო (ჩემი ასაკისთვის, დეიდაა) რომ გამოვიდა სიტყვით და....

 

ჩემი სამშობლო, ჩემი წინაპრების (და ჩემიც) სისხლითაა გაპოხილი და არავის, არავის, არავის აქვს უფლება მისი აუგად მოხსენიების!

 

P.S. რაც დავწერე ახლა, რაც დამიწერია აქამდე, არაფერს ცვლის, მაგრამ ქეციან გულს ვახარებ - ჯერ კიდევ ქართველი ვარ!“ - წერს მეფარიშვილი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner