logo_geo
eng_logo
ზაზა სვანაძე: ჟურნალისტს არ აქვს უფლება სხვა კულტურებს ასე დასცინოს!
- +

3 მაისი. 2016. 02:54


ჟურნალისტი ზაზა სვანაძე BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს აღდგომის ტრადიციებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება:



„სამეფო ოჯახის სათაყვანებლად შემქნილმა მედიასაშუალებამ ბრიტანული შოვინიმზის კლასიკური ნიმუში გვაჩვენა. რა ვუყოთ თუ გარდაცვლილებს არ ვწვავთ და ფერფლს მდინარეს არ ვატანთ? რა ვუყოთ თუ ავადმყოფ მშობლებს ევთანაზიით არ ვაძინებთ? რა ვუყოთ თუ წინაპრების საფლავები ვიცით? - კი, ქართველებს ზღვარი არაფერში არ გვაქვს, კი ვამლაშებთ ბევრ რამეში, კი თავისებური ტრადიციებიც გვაქვს, მაგრამ ჟურნალისტს, არ აქვს უფლება სხვა კულტურებს ასე დასცინოს და ასე ცალმხრივად აჩვენოს საერთო სურათი.

 

ზედმეტად სარკასტული იყობიბისის" მომზადებული მასალა. მსოფლიოში ცნობილ და აღიარებულ ამ მედიასაშუალებას სტანდარტებს ნამდვილად არ ვუწუნებ, თუმცა თემა არ იყო სათანადოდ გაშლილი.

რაღაცტაბულას" სტილში იყო გადაწყვეტილი, „წიპა ტავო" (ქართველი მართმადიდებლები ბნელებისაკმაოდ ზედაპირულად გვაჩვენეს საერთო სურათი, ალბათ ერთჯერადი ეფექტი რომ მოეხდინა ამბავს იმიტომ.

კი, ფაქტი იყო აღნიშნული (ტყუილი იქ ვერავერი ვერ ვნახე) თუმცა ანალიზის გარეშე, ძალიან ცალმხრივად იყო დანახული..."-  აღნიშნავს სვანაძე.


 

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner