ბიძინა ივანიშვილის მიერ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის უკვე შესყიდული 4 ჰექტარისა და შესაძლო 29 ჰექტარის ყიდვაზე კომენტარს მმართველ გუნდში აკეთებენ და აცხადებენ, რომ პრობლემას ვერ ხედავენ.
„ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეა და მას აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს.
„თუ ბიძინა ივანიშვილს რომელიმე აუქციონში მონაწილეობის მიღების სურვილი ექნება, ის ისეთივე მოქალაქეა ამ ქვეყნის, როგორც თითოეული ჩვენგანი, მასაც აქვს უფლება, რაღაც იყიდოს, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყნისთვის ბევრი გაცემული აქვს", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.