logo_geo
eng_logo
ქობულეთის სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
- +

14 მაისი. 2018. 16:55

 

ახალ სეზონზე მგზავრებს ქობულეთის რეაბილიტირებული ვაგზალი დახვდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

 

„საქართველოს რკინიგზამ“ ორთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაასრულა. შეიცვალა  სახურავი, საწვიმარი ღარი და წყალსარინი სისტემა. ვაგზლის ტერიტორიაზე გამოიცვალა ელექტროსადენები, შეიცვალა ბაქანზე არსებული დაზიანებული ფილები და დამონტაჟდა ახალი LED  სანათები.

 

„საქართველოს რკინიგზა“ ეტაპობრივად ახორციელებს მის საკუთრებაში მყოფი სადგურებისა და ბაქნების ინფრასტრუქტურულ პროექტებს. რკინიგზის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ადგილობრივმა კომპანიამ გაიმარჯვა“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner