„ამ კლუბებში ახალგაზრდები დაიღუპნენ, მაგრამ ამაზე კი არ გამართეს აქცია, ნარკოტიკების თავისუფალი რეალიზაციის მოთხოვნებით გამოვიდნენ“, - ამის შესახებ მსახიობმა ქეთევან კიკნაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბარში განაცხადა და კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას გამოეხმაურა.
„გარდაცვლილების სიცოცხლე საერთოდ არ აინტერესებთ, გენოფონდის ამოხოცვა უნდათ? ყველამ ვნახეთ, რა ამბებშიც იყვნენ, მშობლები არ ჰყავთ? ამ კლუბში თუ ისეთი არაფერი ხდება, ჩვეულებრივად გაეღოთ კარი სამართალდამცველებისთვის და შეეშვათ“, - განაცხადა ქეთევან კიკნაძემ.