კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა გახარიამ და დაუსვა ყველაფერს წერტილი...
კიდევ ბრავო! რაღაც სახეები გაქვთ ზოგ ზოგიერთებს დაღრეცილი, არაუშავს მალე გაგისწორებენ. კიდევ ერთხელ ბრავო გახარიას. მან შეძლო ის რაც ვერ შეძლო ბევრმა პოლიტიკოსმა და ეს გაგიჟებთ და გაცოფებთ.
P.S. მე მიყვარს ეს თაობა, რომელიც ჩვენზე ადრე ადგა 13 ივნისს და ქალაქის დალაგებას შეუდგა... მე მიყვარს ეს თაობა, რომელმაც, კირკოროვს ტექნო არჩია... მე მიყვარს ეს თაობა, რომელმაც მავთუხლართები გონებიდან წაშალა და მალე იმ მავთუხლართებსაც მოშლის... მე მიყვარს ის თაობა, რომელმაც გაღმელ-გამომღმევლობა დაამთავრა... მე არ მინდა, რომ ვინმემ ან რამემ დააზიანოს ისინი -ნარკოტიკმა თუ უსამართლობამ, უცხომ თუ ნაცნობმა, მე ისინი მიყვარს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - წერს ოქიტაშვილი.