logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: არ გვაქვს უფლება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოქალაქეები საარჩევნო სიაში არ მოვახვედროთ
- +

3 მაისი. 2016. 10:47



საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, სერვისების განვითარების სააგენტო ცესკო-ს პოტენციური ამომრჩევლის სიას აწვდის და არ აქვთ უფლება, ამ სიაში არ მოახვედრონ  ადამიანები, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩნენ.


 

„ისინი, დიახ, არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, თუმცა დროებით გაწყვეტილია მათთან კავშირი, მაგრამ დადგება დრო და მიიღებენ საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობას. ისინი არიან და მუდმივად იქნებიან საარჩევნო სიაში.

 

პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში არის ყველა  მოქალაქე, ვინც წასულია საზღვარგარეთ, თუმცა, არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიღებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ ვგულისხმობთ პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში და არავის აქვს უფლება,  მათ საარჩევნო ხმის უფლება წაართვას. ამდენად, თუ „საქსტატმა" დაითვალა იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც მოცემულ დღეს იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), ჩვენ  ასე არ ვითვლით. ჩვენ ვითვლით  საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც არჩევნების დღისთვის საარჩევნო ხმის უფლების მქონეა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.



საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკო-ს პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა.სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-სთვის 1 მაისის მდგომარეობით გადაცემულ სიაში 3,53 მილიონი პოტენციური ამომრჩეველია. ამ სიაში არიან როგორც საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მცხოვრები, ასევე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული  სრულწლოვანი პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქის სამართლებრივი სტატუსი აქვთ. გადაცემულ სიაში ასევე შედიან ის ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან მისამართის მითითების გარეშე (ე.წ. უმისამართოები, სულ 30 298 პირი).





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner