თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მე არ ვიცი, რა იქნება ხვალ და შეძლებს თუ არა ხელისუფლება რაიმე, ხელსახები პოზიტივის შექმნას, მაგრამ ვიცი, რომ დღეს შს მინისტრი იმ ტრიბუნასთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ყოჩაღ მას!
ამ გამზირზე შს მინისტრი სხვაც მახსოვს, მაგრამ სისხლის რეცხვას აკვირდებოდა.
ასევე მადლობა ყველა იმ პოლიციელს, ვინც რუსთაველზე იდგა დღეს და გავეშებულ ბრბოს ძალადობის საშუალება არ მისცა.
აქაც ყოჩღ გახარიას!
იმედია, ხვალ და ზეგაც დავწერ ამგვარ სტატუსს! ხვალიდან კი ბევრი საქმეა საკეთებელი“ , – წერს ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მან რუსთაველზე შეკრებილებს ბოდიში მოუხადა.
ამასთან გახარიამ აქციის მონაწილეებს მიმართა, თავადაც მოიხადონ ბოდიში იმ პოლიციელების მიმართ, რომელთაც შეურაცხყოფა მიაყენეს.
შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია დაიშალა.