„BBC"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისია მზად არის, თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭიროს, თუმცა გარკვეული პირობების სანაცვლოდ. გავრცელებული ცნობით, ევროკომისია თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო წინადადებას 4 მაისს წარადგენს.
ევროკავშირი იმ ქვეყნისგან, რომელსაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლა სურს, სიტყვის თავისუფლების პრინციპების დაცას, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, უმცირესობების უფლებების დაცვასა და ანტიტერორისტული კანონმდებლობის ცვლილებას სთხოვს.
„BBC"-ის ცნობით, ევროკომისია თურქეთთან უვიზო მიმოსვლას მხარს დაუჭერს, თუმცა აკნარასთვის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები ძალაში დარჩება.
უვიზო რეჟიმის დაწესება ანკარასა და ბრიუსელს შორის მიღწეული შეთანხმების ნაწილია, რომლის თანახმად, შენგენის ზონაში თურქეთის მოქალაქეები ვიზის გარეშე მგზავრობას იმ პირობით შეძლებენ, თუ თურქეთი ევროკავშირიდან მიგრანტებს მიიღებს.