logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ვისაც დარბევები გინდათ, მერაბიშვილია ამის სპეციალისტი, მაგრამ იმას „არ სცალია“!
- +

15 მაისი. 2018. 03:06

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„კიდევ ერთხელ ვიტყვი: შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სისხლისღვრა აგვაცილა და ეს მისასალმებელია.

 

ვიღაც გამოდის და ამბობს, უნდა დაერბიათ „შავ-თეთრი ხმაურიო“; ვიღაც კონტრაქციის დარბევას მოითხოვდა...

 

ძალიან მოგვიმრავლდნენ გიენები, რომლებიც მზად არიან დაღლამდე სდიონ მსხვერპლს და მერე ცოცხლად შეჭამონ.

 

გახსოვთ, რამდენი ადამიანი ამართლებდა და დღესაც ამართლებს მერაბიშვილს 7 ნოემბრის და 26 მაისის სისხლიანი დარბევისთვის?!

 

დღეს მერაბიშვილი ციხეში ზის და ეს ხალხი ისევ კლავიატურაზე აკაკუნებს. აკაკუნებს და ერთი სული აქვს, სისხლი დაინახოს, რომ მერე ნიშნისმოგებით გვითხრას, - აი, ესენიც ხომ არბევენ!

 

ვისაც დარბევები გინდათ, მერაბიშვილია ამის სპეციალისტი, მაგრამ იმას „არ სცალია“ – „ძალიან დაკავებულია“, - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მან რუსთაველზე შეკრებილებს ბოდიში მოუხადა.

 

ამასთან გახარიამ აქციის მონაწილეებს მიმართა, თავადაც მოიხადონ ბოდიში იმ პოლიციელების მიმართ, რომელთაც შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია დაიშალა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner