საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები პირადობის მოწმობის აღებას 26 მაისიდან 26 ივნისამდე უფასოდ შეძლებენ.
„საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი-2", 2016 წლის 26 მაისიდან ახალ კომპონენტსაც შეიძენს. კერძოდ, 26 მაისიდან 26 ივნისამდე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პირადობის მოწმობის აღება იქნება უფასო, რაც პოტენციური ამომრჩევლების მონაცემების კიდევ მეტად დაზუსტებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.