უფლებადამცველი ბაია პატარაია, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„რუსთავი 2“-ის დილის კურიერში უნდა მქონოდა ჩართვა დღეს, გუშინ ასე შემითანხმეს, მაგრამ ეტყობა ჩემზე კარგად იციან, რას ვაპირებთ, როგორ ვაფასებთ გუშინდელს და აღარ მოვიდნენ. ვურეკე ჟურნალისტს, არ იღებს.
P.S. გუშინ კვესიტაძემ, რატო არ დარეკე შენ გადაცემაში, ჩაგრთავდით თუ გინდოდაო, დღეს რო დავრეკე, ხო თან გადამყვნენ რა…
P.P.S. ძაან არასერიოზული ქცევებია მთავარი ოპოზიციური არხიდან. იმედია, მალე გადაუვლით”, – წერს ბაია პატარაია, მოგვიანებით კი სხვა პოსტი გამოაქვეყნა.
„ეკა კვესიტაძე და ნიკა გვარამია – ჩემზე რომ ჭორაობთ პირდაპირ ეთერში, იქნებ გეცადათ მიწვევა, ჩართვა, პასუხს მაინც გაგცემდით სათანადოს. თუ თქვენი ტელევიზიაა, თქვენი ნებაა და რასაც გინდათ იმას იზამთ?”, – წერს ბაია პატარაია, რასაც ნიკა გვარამიამ უპასუხა.
„ჭორაობით შენ ეჭორავები გახარიას, ჩემო ბაია, იქ მდგომი ხალხისგან ფარულად. რომ არაფერი ვთქვათ შარდის ბუშტის პასაჟებზე, ტვინი რო გაღუნე მთელი დღე”, – პასუხობს გვარამია.