logo_geo
eng_logo
შსს-მ ზუგდიდში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
- +

15 მაისი. 2018. 10:19

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული მ.წ. ზუგდიდში დააკავეს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 14 მაისს, ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით 1976 წელს დაბადებულ ე.წ.-ს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

 

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner