„ვამაყობ, რომ ასეთი გუნდის წევრი ვარ! გუნდის, სადაც კალაძე და გახარია არიან“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გუნდის, სადაც შს მინისტრი ორიენტირებულია ადამიანის უფლებებზე! არა მიტინგების დარბევაზე, არამედ დაძაბულობის განმუხტვაზე! გუნდის, სადაც დედაქალაქის მერი ჩართულია ახალგაზრდებთან დიალოგში და მათთან ერთად პრობლემის მოგვარებაზე. ვამაყობ ამ გუნდით, რომელიც ორიენტირებულია დიალოგზე, დაძაბულობის განმუხტვაზე და არა დარბევაზე და საზოგადოების ჩაქოლვაზე!“ - წერს ზარქუა.