logo_geo
eng_logo
ბესიკ დუღაშვილი: რეიდის შედეგად სამართალდამცავებმა რამდენი ახალგაზრდის სიცოცხლე იხსნეს, არავინ იცის!..
- +

15 მაისი. 2018. 11:47

 

 

რეიდის შედეგად სამართალდამცავებმა რამდენი ახალგაზრდის სიცოცხლე იხსნეს, არავინ იცის... მე სამართალდამცავების შესვლას ვამართლებ!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მხატვარი ბესიკ დუღაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:

 

„ძალიან მარტივია...

ველოდი, როდის იტყოდა ვინმე, მაგრამ...

რატომ განხორციელდა რეიდი კლუბებში.

რა აუცილებლობა იყო სპეცოპერაციის ჩატარება, როცა ნარკომოვაჭრეები უკვე დაკავებულები იყვნენ?..

რეიდის განხორციელებისას სამართალდამცავებმა ყველა იქ მყოფს შესთავაზეს, ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მათ გააჩნდათ, ძირს დაეყარათ!..

აკვირდებით მოთხოვნას?

არავის გიჭერთ, წადით, ოღონდ ეგ ნარკოტიკები, რაც გაქვთ, ძირს დაყარეთო.

ეს ჩემი ვარაუდია!

ალბათ „ბასიანშიც“ და „გალერიშიც“ შეკრებილებში გაშვებულ-გასაღებული იყო სწორედ ის ნარკოტიკული საშუალება, რომელმაც ის 10 ახალგაზრდა შეიწირა...

ძებნას აზრი არ ჰქონდა, ამიტომაც წამოვიდა სამართალდამცველების მხრიდან ასეთი შეთავაზება...

ანუ, რეიდის შედეგად სამართალდამცავებმა რამდენი ახალგაზრდის სიცოცხლე იხსნეს, არავინ იცის...

მე სამართალდამცავების შესვლას ვამართლებ!“ - წერს დუღაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner