„კატეგორიულად მოვითხოვოთ სკოლის მოსწავლეებისთვის ძვირადღირებული მობილურების აკრძალვა“, - წერს ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი სოციალურ ქსელში.
„კომუნიკაციისთვის დასაშვები იყოს მხოლოდ უბრალო ტელეფონები, ყოველგვარი ინტერნეტის გარეშე. ასევე მოვითხოვოთ უნიფორმები სკოლებში მოსწავლეებისთვის და ნორმალური შინაარსიანი სახელმძღვანელოებით სწავლება. განათლება შევიტანოთ სკოლებში და დავაბრუნოთ პროფესიონალი პედაგოგები, თუ გვინდა თაობის გადარჩენა! სულ ამას გავიძახი ეკრანიდანაც“, - წერს სესიაშვილი.