logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე „BBC“-ის ჟურნალისტს: ახლა აღარ ხარ თავისუფალი ქვეყნიდან?!
- +

3 მაისი. 2016. 11:23



ნინო კვაჭანტირაძე BBC"-ის ჟურნალისტის მიერ მომზადებულ სიუჟეტს „facebook"-გვერდზე ეხმიანება.


 

რამ დაგშოკა, შე დედააფეთქებულო BBC" -ის კოესპოდენტო. რავა, ახლა აღარ ხარ თავისუფალი ქვეყნიდან, სადაც ადამინების პირად ცხოვრებას და ტრადიციებს ხელშეუხებლად თვლიან? დიახ, სასაფლაოზე ხონჩებით და საჭმლით სავსე კალათებით დადიოდა ბებიაჩემი და ამ დღისთვის მგონი მთელი წელი ემზადებოდა, დილაუთენია მივყავდით ჩვენც და იყო ერთი გადაპატიჟება-გადმოპატიჟება, დიახ, ასე აკეთებდა ჩემი წინაპარი, მაგრამ არასოდეს გამიკეთებია მე, არც ჩემი შვილი გააკეთებს ამას, პირიქით, რამდენჯერ ვწერდი ამაზე მეც - საფლავებზე მოღრიანცელე ხალხზე, მაგრამ ეს ჩემი ტრადიციაა და თვითონ შევაფასებთ თუ გადავაფასებთ. ისე, დიდი ბოდიში და, ვინ ვისთან ისექსავებს, ამას თუ ხელშეუხებელი პირადი ცხოვრება ქვია, საკუთარ მიცვალებულთან სასაფლაოზე საჭმელის ჭამამ რა დააშავა, ვითომ? მიწა ჩემია, მიცვალებულიც, ტრადიციაც და რავა, ვიღაცეების ნებართვის გარეშე პასკა ვერ მიჭამია და ლიმონათი ვერ დამილევია? წადი, ბიძია, თემები ნახეთ, დედამიწაზე ათასი სიმახინჯე მკვიდრდება!" - წერს ნინო კვაჭანტირაძე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner