ნინო კვაჭანტირაძე „BBC"-ის ჟურნალისტის მიერ მომზადებულ სიუჟეტს „facebook"-გვერდზე ეხმიანება.
„რამ დაგშოკა, შე დედააფეთქებულო „BBC" -ის კორესპონდენტო. რავა, ახლა აღარ ხარ თავისუფალი ქვეყნიდან, სადაც ადამიანების პირად ცხოვრებას და ტრადიციებს ხელშეუხებლად თვლიან? დიახ, სასაფლაოზე ხონჩებით და საჭმლით სავსე კალათებით დადიოდა ბებიაჩემი და ამ დღისთვის მგონი მთელი წელი ემზადებოდა, დილაუთენია მივყავდით ჩვენც და იყო ერთი გადაპატიჟება-გადმოპატიჟება, დიახ, ასე აკეთებდა ჩემი წინაპარი, მაგრამ არასოდეს გამიკეთებია მე, არც ჩემი შვილი გააკეთებს ამას, პირიქით, რამდენჯერ ვწერდი ამაზე მეც - საფლავებზე მოღრიანცელე ხალხზე, მაგრამ ეს ჩემი ტრადიციაა და თვითონ შევაფასებთ თუ გადავაფასებთ. ისე, დიდი ბოდიში და, ვინ ვისთან ისექსავებს, ამას თუ ხელშეუხებელი პირადი ცხოვრება ჰქვია, საკუთარ მიცვალებულთან სასაფლაოზე საჭმელის ჭამამ რა დააშავა, ვითომ? მიწა ჩემია, მიცვალებულიც, ტრადიციაც და რავა, ვიღაცეების ნებართვის გარეშე პასკა ვერ მიჭამია და ლიმონათი ვერ დამილევია? წადი, ბიძია, თემები ნახეთ, დედამიწაზე ათასი სიმახინჯე მკვიდრდება!" - წერს ნინო კვაჭანტირაძე.